Saturday, November 23, 2013

დღე IX - პრეზენტაცია.

       დასრულდა ჩვენი ტრენინგ კურსი: " პროექტებით სწავლება_Intel " . ჩვენი პროექტები ჯერ დოკებში ავტვირთეთ ხოლო იქიდან ბლოგზე გადმოვიტანეთ. დღეს ჩვენი  პროექტების პრეზენტაციები გვქონდა. მასწავლებლების მიერ წარმოდგენილი იყო ძალიან საინტერესო პროექტები. მე წარვადგინე  გავაკეთე პროექტის " სიმეტრია-სამყაროს ჰარმონია" პრეზენტაცია და ვფიქრობ ურიგო არ გამომივიდა, თუმცა ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ამ პროექტზე მუშაობას კიდევ ვაგრძელებთ .
       მე პირადად გულიც კი დამწყდა რომ ეს კურსი დასრულდა- იმდენად საინტერესო და ნაყოფიერი იყო,  ეს რა თქმა უნდა ჩვენი  ტრენერის  დამსახურებაცაა, რომელიც ძალიან აქტიური და ყურადღებიანია თავის საქმეში.
       პრეზენტაციამ საკმაოდ ემოციურად და ამაღლებული განწყობილებით ჩაიარა.

 
ტრენინგზე.




                                              




              საქმე როცა ჩემს საგანს ეხება, როგორი ემოციური ვხდები .  :)




ეს კი ჩვენი ჯგუფია:  ინტელის კურსის  პირველი გამოშვება ჩვენს ქალაქში.


პროექტის პორტფოლიო

Sunday, November 17, 2013

მოდული VII დღე VIII

დღეს ვისაუბრეთ თუ ვინ არის მასწავლებელი ფასილიტატორი. შემდეგ ჩვენ თვითონ შევქმენით მოსწავლისათვის ფასილიტაცია, მე შევქმენი ფასილიტაციისათვის პრეზენტაცია თემაზე " სიმეტრია".
 ვიმუშავეთ პროექტის გეგმის ბოლომდე დაწერაზე ,  პროექტის გეგმის პრეზენტაცია ჩავასწორე.  შემდეგ  ჩემი საქაღალდე  Google Docx-ში ავტვირთე.

Saturday, November 16, 2013

მოდული VI დღე VII

დღეს განვიხილეთ მოდული VI დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის. პროექტის მომზადებისას უნდა გავითვალისწინოთ ყველა მოსწავლის საჭიროება. მასწავლებელს შეუძლია სწავლის სტილი მრავალი მხრიდან გააანალიზოს. ვისაუბრეთ ვიზუალურ, აუდიო და კინესთეტიკური ინტელექტის მქონე მოსწავლეების თავისებურებებზე, მათთვის სწავლების შესაბამისი მეთოდების გამოყენების აუცილებლობასა და საჭიროებაზე. მასწავლებელმა უნდა შეასრულოს ხარაჩოს როლი მოსწავლისათვის რთული მასალის ათვისების პროცესში და მას უნდა დაეხმაროს შესაბამისი მითითებების მიცემით, უნდა შექმნას მოსწავლის დასახმარებლად შეფასების ან თვითშეფასების დოკუმენტი. შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასებისა და თვითშეფასების რუბრიკა და მასწავლებლის თვითშეფასების განმავითარებელი  რუბრიკა.
 შემდეგ პროექტის გეგმაში ჩავწერეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი, მოსწავლეთა საბაზისო უნარ-ჩვევები.  აღვწერეთ სასწავლო პროცედურები და დიფერენცირებული სწავლება სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეთათვის.

პროექტის "სიმეტრია - სამყაროს ჰარმონია" გეგმის პრეზენტაცია.





Sunday, November 3, 2013

მოდული V დღე VI

     დღეს ყველაზე საინტერესო სამუშაო დღე გვქონდა, უამრავი პრაქტიკული სამუშაო გვქონდა ბლოგებთან დაკავშირებით. ბლოგზე გავაკეთეთ ჩანართები, შემდეგ Youtube-დან ვიდეო ავტვირთეთ ბლოგზე. ვისწავლეთ ბლოგის შაბლობის შეცვლა. ჩანართებში ტექსტის ჩასმაც გავივარჯიშეთ. PowerPoint-ში, Word-სა  და Excel-ში  გავაკეთეთ კომენტარები და ვისწავლეთ მათი რედაქტირება. ბოლოს კი შევქმენით მოსწავლის ნაშრომის შეფასების რუბრიკა. მე მაქვს ბროშურა, რამდენიმე პრეზენტაცია  ანიმოტოს ვიდეო მაქვს გაკეთებული, შესაბამისად უფრო მეტი შრომა მომიწევს, მათი შეფასების რუბრიკებიც გასაკეთებელი მაქვს. მეტი შრომა მომიწევს, სამაგიეროდ კარგად დამამახსოვრდება. საშინაო დავალებად გვაქვს გულდასმით წავიკითხოთ მოდული 5 კიდევ ერთჯერ.

მომავლის კლასი


Saturday, November 2, 2013

მოდული III - დღე V

   დღეს, როგორც ყოველთვის  ძალიან დატვირთული სამუშაო დღე იყო:  ჯერ პორტფოლიო გადავათვალიერეთ, ხომ არაფერი რესურსი აკლდა ,  შემდეგ კი მოდული 3 და მოდული 4  დავამუშავეთ.  გავეცანით online კავშირებს, სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებს ინტერნეტ სივრცეში,გამარტივებულ გეგმის შაბლონში მივუთითეთ ჩვენს მიერ გამოყენებული სურათების URL მისამართები, ეს მისამართები შევინახეთ საავტორო უფლებების საქაღალდეში, Word-ის დოკუმენტი-გამოყენებული ლიტერატურა.
   შემდეგ შევქმენით მოსწავლის სასწავლო ნიმუშები ბროშურისა და პრეზენტაციის სახით და შევინახეთ მოსწავლის ნიმუშის საქაღალდეში .  ხვალისთვის უამრავი დავალება მაქვს კიდევ შესასრულებელი...

Sunday, October 27, 2013

დღე IV რეფლექსია

დღეს გავაკეთეთ პროექტის დროის ჩარჩო,  მიმართულების მიმცემი კითხვები და შევქმენით პროექტის პრეზენტაცია, შემდეგ ეს პრეზენტაცია გადავიტანეთ ბლოგზე.
ძალიან საინტერესო და აქტიური დღე იყო.

მოდული II - დღე IV


Saturday, October 26, 2013

მოდული II - დღე III

დღეს დილის ჯგუფში მომიწია მისვლა, რადგან შუადღით სხვა ტრენინგზე წასვლა მქონდა დაგეგმილი.
  საინტერესო და ძალიან დატვირთული მეცადინეობა იყო.
მოკლედ, საგნობრივი სტანდარტებიდან და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებიდან შევარჩიეთ ჩვენი პროექტის თემის შესაბამისი საკითხები და პროექტის გეგმაში ჩავწერეთ, გავითვალისწინეთ ბლუმის განახლებული ტაქსონომიის ზმნებიც და ვცდილობთ მაქსიმალური შეფასების დამსახურებას პროექტის გეგმის შეფასების checklist-ის კრიტერიუმების მიხედვით. ;)
ამის შემდეგ ვისწავლეთ Word- ის დოკუმენტის Google docx. დოკუმენტად გარდაქმნა და მისი გაზიარება ერთმანეთთან, საკმაოდ ვიხალისეთ..., ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე.
ერთი სიტყვით, ძალიან ნაყოფიერი დღე იყო. 
მომწონს ახალ-ახალ რამეებს რომ ვსწავლობთ. 
ჩემი პროექტის მიმართულების მიმცემი კითხვებია:

 ზოგადი კითხვა: რა არის სილამაზე ?  რა საერთო აქვთ ჭიამაიას და ეიფელის კოშკს?
 თემატური კითხვა: რა არის სიმეტრია?  რამდენი სახეობის სიმეტრია გაგიგონიათ?
შინაარსობრივი კითხვა: რამდენი სიმეტრიის ღერძი აქვს პეპელას, ჭიამაიას, ტიტას, ეიფელის კოშკის გამოსახულებას.
 

Monday, October 21, 2013

მოდული I - დღე II

დღეისათვის უნდა მოგვეფიქრებინა პროექტის სათაური და დაგვეწყო პროექტზე მუშაობა, სათაური კი მოვიფიქრე და კიდეც გავაანალიზე რა და როგორ განმეხორციელებინა, მაგრამ ბოლო წუთს გადაწყვეტილება შევცვალე და ჩემს მიერ მოფიქრებული პროექტი მე თვითონვე დავიწუნე და შევცვალე. ალბათ სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ პროექტის ბროშურის შექმნა ისე კარგად, როგორც მინდოდა, ვერ მოვასწარი, ამის გამო ცუდ ნიშან მიღებული ბავშვივით ხასიათწამხდარი ვიყავი, თუმცა იმდენი საინტერესო რამ ვისწავლეთ და გავიხსენეთ, რომ ნამდვილად არ მომიცლია საწუწუნოდ ან მოსაწყენად, გულდასმით ვეცნობოდი და ვტკბებოდი Viewer-ის მიერ შემოთავაზებული ნაირ-ნაირი სიურპრიზებით. ერთი სიტყვით, მომავალ შაბათამდე პროექტი კიდევ კარგად უნდა დავგეგმო, გავაანალიზო, მისი შესაბამისი ბროშურა უნდა გავამზადო... საგნობრივი სტანდარტი და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები გულდასმით უნდა წავიკითხო და ათასი სხვა საქმეც უნდა გავაკეთო... და რაც მთავარია ყველაფერი კარგად და ხარისხიანად ! :) რეფლექსია უკვე გავაკეთე. მოკლედ, პატარა ბავშვივით გული მიფანცქალებს სანამ ყველა დავალებას შევასრულებ... ხვალიდან ვიწყებ დავალებების შესრულებას.

Sunday, October 20, 2013

მოდული I - დღე I

დღეს დავიწყეთ პროცესორების მწარმოებელი კომპანიის Intel-ის მიერ მასწავლებლებისათვის შექმნილი საგანმანათლებლო კურსი: "პროექტებით სწავლება", პირველი დღე საკმაოდ დატვირთული და საინტერესო იყო, გავეცანით ამ კურსის სტრუქტურას, გავიხსენეთ წინათ შესწავლილი მასალა, ერთი სიტყვით მოვახდინეთ მთელი ჩვენი ძალების სრული მობილიზება რათა მასწავლებელთან თავი მოგვეწონებინა და ვცდილობთ ზარმაცი მოსწავლის შთაბეჭდილება არ დავტოვოთ, ვნახოთ რა გამოგვივა... :)