Saturday, November 16, 2013

მოდული VI დღე VII

დღეს განვიხილეთ მოდული VI დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის. პროექტის მომზადებისას უნდა გავითვალისწინოთ ყველა მოსწავლის საჭიროება. მასწავლებელს შეუძლია სწავლის სტილი მრავალი მხრიდან გააანალიზოს. ვისაუბრეთ ვიზუალურ, აუდიო და კინესთეტიკური ინტელექტის მქონე მოსწავლეების თავისებურებებზე, მათთვის სწავლების შესაბამისი მეთოდების გამოყენების აუცილებლობასა და საჭიროებაზე. მასწავლებელმა უნდა შეასრულოს ხარაჩოს როლი მოსწავლისათვის რთული მასალის ათვისების პროცესში და მას უნდა დაეხმაროს შესაბამისი მითითებების მიცემით, უნდა შექმნას მოსწავლის დასახმარებლად შეფასების ან თვითშეფასების დოკუმენტი. შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასებისა და თვითშეფასების რუბრიკა და მასწავლებლის თვითშეფასების განმავითარებელი  რუბრიკა.
 შემდეგ პროექტის გეგმაში ჩავწერეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი, მოსწავლეთა საბაზისო უნარ-ჩვევები.  აღვწერეთ სასწავლო პროცედურები და დიფერენცირებული სწავლება სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეთათვის.

1 comment:

  1. ტრენინგი მართლაც საინტერესოდ წარიმართა, მომეწონა განსხვავებული საჭიროების მქონე მოსწავლეებთან შესაბამისი მეთოდების გამოყენება.

    ReplyDelete