Saturday, November 23, 2013

დღე IX - პრეზენტაცია.

       დასრულდა ჩვენი ტრენინგ კურსი: " პროექტებით სწავლება_Intel " . ჩვენი პროექტები ჯერ დოკებში ავტვირთეთ ხოლო იქიდან ბლოგზე გადმოვიტანეთ. დღეს ჩვენი  პროექტების პრეზენტაციები გვქონდა. მასწავლებლების მიერ წარმოდგენილი იყო ძალიან საინტერესო პროექტები. მე წარვადგინე  გავაკეთე პროექტის " სიმეტრია-სამყაროს ჰარმონია" პრეზენტაცია და ვფიქრობ ურიგო არ გამომივიდა, თუმცა ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ამ პროექტზე მუშაობას კიდევ ვაგრძელებთ .
       მე პირადად გულიც კი დამწყდა რომ ეს კურსი დასრულდა- იმდენად საინტერესო და ნაყოფიერი იყო,  ეს რა თქმა უნდა ჩვენი  ტრენერის  დამსახურებაცაა, რომელიც ძალიან აქტიური და ყურადღებიანია თავის საქმეში.
       პრეზენტაციამ საკმაოდ ემოციურად და ამაღლებული განწყობილებით ჩაიარა.

 
ტრენინგზე.




                                              




              საქმე როცა ჩემს საგანს ეხება, როგორი ემოციური ვხდები .  :)




ეს კი ჩვენი ჯგუფია:  ინტელის კურსის  პირველი გამოშვება ჩვენს ქალაქში.


4 comments:

  1. გეთანხმები, ნამდვილად გასაოცარი ტრენინგი გვქონდა,ძალიან მომეწონა თქვენი პრეზენტაცია,როგორ მოახდინეთ მათემატიკის ხელოვნებასთან დაკავშირება. წარნმატებებს გისურვებ,იმედია კიდევ შევხვდებით ერთმანეთს.

    ReplyDelete
    Replies
    1. დიდი მადლობა ქალბატონო ნაზიკო.

      Delete
  2. საინტერესო პრეზენტაცია გქონდათ, მომეწონა თქვენი პროექტი წარმატებებს გისურვებთ... ეს ტრენინგი თითოეულ ჩვენგანს დიდ დახმარებას გაუწევს პროექტების განხორციელებაში...

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა ინგა, მიხარია რომ გაგიცანით. :)

      Delete