Saturday, October 26, 2013

მოდული II - დღე III

დღეს დილის ჯგუფში მომიწია მისვლა, რადგან შუადღით სხვა ტრენინგზე წასვლა მქონდა დაგეგმილი.
  საინტერესო და ძალიან დატვირთული მეცადინეობა იყო.
მოკლედ, საგნობრივი სტანდარტებიდან და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებიდან შევარჩიეთ ჩვენი პროექტის თემის შესაბამისი საკითხები და პროექტის გეგმაში ჩავწერეთ, გავითვალისწინეთ ბლუმის განახლებული ტაქსონომიის ზმნებიც და ვცდილობთ მაქსიმალური შეფასების დამსახურებას პროექტის გეგმის შეფასების checklist-ის კრიტერიუმების მიხედვით. ;)
ამის შემდეგ ვისწავლეთ Word- ის დოკუმენტის Google docx. დოკუმენტად გარდაქმნა და მისი გაზიარება ერთმანეთთან, საკმაოდ ვიხალისეთ..., ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე.
ერთი სიტყვით, ძალიან ნაყოფიერი დღე იყო. 
მომწონს ახალ-ახალ რამეებს რომ ვსწავლობთ. 
ჩემი პროექტის მიმართულების მიმცემი კითხვებია:

 ზოგადი კითხვა: რა არის სილამაზე ?  რა საერთო აქვთ ჭიამაიას და ეიფელის კოშკს?
 თემატური კითხვა: რა არის სიმეტრია?  რამდენი სახეობის სიმეტრია გაგიგონიათ?
შინაარსობრივი კითხვა: რამდენი სიმეტრიის ღერძი აქვს პეპელას, ჭიამაიას, ტიტას, ეიფელის კოშკის გამოსახულებას.
 

6 comments:

  1. ნანა, ყოველთვის ასე საინტერესოა დილის ჯგუფში ყოფნა. ხომ არ გადმოინაცვლებ?? :))

    ReplyDelete
  2. გელოდებით , არ ,, გადაგვაგდო ''

    ReplyDelete
  3. გეთანხმებით ეს დღე მართლაც ნაყოფიერი იყო მოკლედ ბლუმი ჩვენი ცხოვრების თანმდევია.

    ReplyDelete
  4. ნამდვილად კარგი ტრენინგი იყო და საკმაოდ დატვირთული აქტივობებით.

    ReplyDelete