ჩემ შესახებ



სახელი:         ნანა /  ნადია
გვარი:             დაბრუნდაშვილი
ელ.ფოსტა:      nanadabrundashvili1@gmail.com
ელ.ბლოგი:    nanadabrundashvili.blogspot.com
სასწავლო რესურსების ვებ-გაერთიანება Lemill.net   nadia dabrundashvili
საქმიანობა:  ხაშურის #1 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი.

განათლება:   
  1988 წელს დავამთავრე  თბილისის   სახელმწიფო         უნივერსიტეტის      „კიბერნეტიკისა და  გამოყენებითი მათემატიკის“ ფაკულტეტი.

სპეციალობა:   მათემატიკოსი.

პროფესიული გამოცდილება:
1988  წლიდან დღემდე ვმუშაობ მათემატიკის მასწავლებლად .

(1988-1990 )_ქარელის რაიონის ს. აბანოს  სკოლის მათემატიკის მასწავლებელი.
ამავდროულად ვმუშაობდი აღნიშნული სკოლის დირექტორის მოადგილედ სასწავლო ნაწილში.

(1990-1991)_ ქარელის რაიონის ს. აბისის სკოლის მათემატიკისა და ინფორმატიკის მასწავლებელი.
 ამავდროულად ვმუშაობდი აღნიშნული სკოლის დირექტორის მოადგილედ აღმზრდელობითი მუშაობის დარგში

1987 წელს უნივერსიტეტიდან მივლინებით გავიარე სასწავლო -გაცნობითი პრაქტიკა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტში,  სპეციალობით.

 2010 წლამდე მონიჭებული მქონდა პირველი კატეგორიის მასწავლებლის წოდება.

2006 წელს მიღებული მაქვს სიგელი, როგორც მათემატიკის მასწავლებელს: „მიღწეული წარმატებებისათვის.

2008-2009 სასწავლო წლებში მიღებული მაქვს მადლობის სიგელი: „ მოსწავლეთა სწავლა-აღზრდის საქმეში გაწეული აქტიური ღვაწლისათვის“

2010 წელს ჩავაბარე მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული    სასერტიფიკაციო გამოცდები:   „პროფესიულ უნარებსა“  და   „მათემატიკაში“ და მომენიჭა: “ სერტიფიცირებული  მასწავლებლის „ სტატუსი.

2011 წელს ჩავაბარე  მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული: „ კომპიუტერისა და ინგლისური ენის    ინტეგრირებული გამოცდა“ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომენიჭა: „ საუკეთესო სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი“. 

2012 წლიდან ჩავერთე და დღემდე ჩართული ვარ სერტიფიცირებულ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში.

2013 წელს ჩავაბარე სასერტიფიკაციო გამოცდა  მათემატიკა I-VI კლასები“.

ტრენინგებში მონაწილეობა: 

  1.      „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ მიერ ორგანიზებული           ტრენინგ კურსი „ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების  გამოყენება სასწავლო პროცესში“.
  2.    სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის   განათლების ფაკულტეტთან არსებუკი მასწავლებელთა პროფესიული მხარდაჭერის აკრედიტირებული ცენტრის მიერ ორგანიზებული: „განვითარების, განათლებისა და სწავლების თეორიები და მათი გამოყენება სასწავლო პროცესში
  3.       სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის   განათლების ფაკულტეტთან არსებუკი მასწავლებელთა პროფესიული მხარდაჭერის აკრედიტირებული ცენტრის მიერ ორგანიზებული:  „ საგნობრივი ტრენინგი: მათემატიკის სწავლება.
  4.  „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ მიერ          ორგანიზებული          ტრენინგ  კურსი :  ”ვირტუალური ლაბორატორიების გამოყენება სასწავლო პროცესში
  5.   პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგ              „კომპიუტერული ტექნოლოგიები“
  6.     პროფესიული  გადამზადებისა  და პროფესიული ორიენტაციის  ტრენინგი:      ინგლისური ენა“
  7.  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) მიერ ორგანიზებული ტრენინგი თემაზე:  ,,ვიდეო, როგორც სასწავლო რესურსი“
  8.    მასწავლებელთა პროფესიული ცენრტის მიერ  ორგანიზებული ტრენინგი თემაზე  WEB 2.0 -ფაილების შექმნის პროგრამა: Animoto .com  
  9.  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი: „ თანამშრომლობითი პროექტის დაგეგმვა და მართვა e-TwinningPlus ფარგლებში."
  10.  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული  საგანმანათლებლო ტრენინგ-კურსი : Intel-პროექტებით სწავლება.“

  მშობლიური ენა :    ქართული ენა.
  უცხო ენები:             რუსულიენა , ინგლისური ენა.
  კომპიუტერული პროგრამები:  WINDOWS,   WORLD,   EXEL,  POWER POINT.

  ინტერესები:
მაქვს მანქანის მართვის მოწმობა და ძალიან მიყვარს მანქანის ტარება.

მაქვს მუსიკალური განათლება: ფორტეპიანოს განხრით დამთავრებული მაქვს მუსიკალური სასწავლებელი.
 მიყვარს გიტარაზე კლასიკური ნაწარმოებების დაკვრა და ასევე სიმღერაც.
მიყვარს კლასიკური მუსიკის მოსმენა, განსაკუთრებით: ვივალდისა და ბახის ნაწარმოებები.

 მიყვარს წიგნების კითხვა, განსაკუთრებით კლასიკოსების, ამ ბოლო დროს პაოლო კოელიოს ნაწარმოებების კითხვამ გამიტაცა.
ძალიან მიყვარს ქსოვა და  ქარგვა, თუმცა დროის უქონლობის გამო ამას ვეღარ ვახერხებ.
ჩემი ჰობია ყვავილების მოვლა, მაქვს უამრავი ეზოსა და ოთახის ყვავილები, დიდ დროს ვუთმობ მათ მოვლას  და ეს პროცესი ძალიან დიდ ესთეტიურ სიამოვნებას მანიჭებს
მიტაცებს ფოტოგრაფია, მოგზაურობა, განსაკუთრებით მხიბლავს მოგზაურობისას სურათების გადაღება.
                                                                         2013 წელი.

No comments:

Post a Comment