Sunday, October 27, 2013

დღე IV რეფლექსია

დღეს გავაკეთეთ პროექტის დროის ჩარჩო,  მიმართულების მიმცემი კითხვები და შევქმენით პროექტის პრეზენტაცია, შემდეგ ეს პრეზენტაცია გადავიტანეთ ბლოგზე.
ძალიან საინტერესო და აქტიური დღე იყო.

მოდული II - დღე IV


Saturday, October 26, 2013

მოდული II - დღე III

დღეს დილის ჯგუფში მომიწია მისვლა, რადგან შუადღით სხვა ტრენინგზე წასვლა მქონდა დაგეგმილი.
  საინტერესო და ძალიან დატვირთული მეცადინეობა იყო.
მოკლედ, საგნობრივი სტანდარტებიდან და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებიდან შევარჩიეთ ჩვენი პროექტის თემის შესაბამისი საკითხები და პროექტის გეგმაში ჩავწერეთ, გავითვალისწინეთ ბლუმის განახლებული ტაქსონომიის ზმნებიც და ვცდილობთ მაქსიმალური შეფასების დამსახურებას პროექტის გეგმის შეფასების checklist-ის კრიტერიუმების მიხედვით. ;)
ამის შემდეგ ვისწავლეთ Word- ის დოკუმენტის Google docx. დოკუმენტად გარდაქმნა და მისი გაზიარება ერთმანეთთან, საკმაოდ ვიხალისეთ..., ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე.
ერთი სიტყვით, ძალიან ნაყოფიერი დღე იყო. 
მომწონს ახალ-ახალ რამეებს რომ ვსწავლობთ. 
ჩემი პროექტის მიმართულების მიმცემი კითხვებია:

 ზოგადი კითხვა: რა არის სილამაზე ?  რა საერთო აქვთ ჭიამაიას და ეიფელის კოშკს?
 თემატური კითხვა: რა არის სიმეტრია?  რამდენი სახეობის სიმეტრია გაგიგონიათ?
შინაარსობრივი კითხვა: რამდენი სიმეტრიის ღერძი აქვს პეპელას, ჭიამაიას, ტიტას, ეიფელის კოშკის გამოსახულებას.
 

Monday, October 21, 2013

მოდული I - დღე II

დღეისათვის უნდა მოგვეფიქრებინა პროექტის სათაური და დაგვეწყო პროექტზე მუშაობა, სათაური კი მოვიფიქრე და კიდეც გავაანალიზე რა და როგორ განმეხორციელებინა, მაგრამ ბოლო წუთს გადაწყვეტილება შევცვალე და ჩემს მიერ მოფიქრებული პროექტი მე თვითონვე დავიწუნე და შევცვალე. ალბათ სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ პროექტის ბროშურის შექმნა ისე კარგად, როგორც მინდოდა, ვერ მოვასწარი, ამის გამო ცუდ ნიშან მიღებული ბავშვივით ხასიათწამხდარი ვიყავი, თუმცა იმდენი საინტერესო რამ ვისწავლეთ და გავიხსენეთ, რომ ნამდვილად არ მომიცლია საწუწუნოდ ან მოსაწყენად, გულდასმით ვეცნობოდი და ვტკბებოდი Viewer-ის მიერ შემოთავაზებული ნაირ-ნაირი სიურპრიზებით. ერთი სიტყვით, მომავალ შაბათამდე პროექტი კიდევ კარგად უნდა დავგეგმო, გავაანალიზო, მისი შესაბამისი ბროშურა უნდა გავამზადო... საგნობრივი სტანდარტი და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები გულდასმით უნდა წავიკითხო და ათასი სხვა საქმეც უნდა გავაკეთო... და რაც მთავარია ყველაფერი კარგად და ხარისხიანად ! :) რეფლექსია უკვე გავაკეთე. მოკლედ, პატარა ბავშვივით გული მიფანცქალებს სანამ ყველა დავალებას შევასრულებ... ხვალიდან ვიწყებ დავალებების შესრულებას.

Sunday, October 20, 2013

მოდული I - დღე I

დღეს დავიწყეთ პროცესორების მწარმოებელი კომპანიის Intel-ის მიერ მასწავლებლებისათვის შექმნილი საგანმანათლებლო კურსი: "პროექტებით სწავლება", პირველი დღე საკმაოდ დატვირთული და საინტერესო იყო, გავეცანით ამ კურსის სტრუქტურას, გავიხსენეთ წინათ შესწავლილი მასალა, ერთი სიტყვით მოვახდინეთ მთელი ჩვენი ძალების სრული მობილიზება რათა მასწავლებელთან თავი მოგვეწონებინა და ვცდილობთ ზარმაცი მოსწავლის შთაბეჭდილება არ დავტოვოთ, ვნახოთ რა გამოგვივა... :)