Sunday, November 17, 2013

მოდული VII დღე VIII

დღეს ვისაუბრეთ თუ ვინ არის მასწავლებელი ფასილიტატორი. შემდეგ ჩვენ თვითონ შევქმენით მოსწავლისათვის ფასილიტაცია, მე შევქმენი ფასილიტაციისათვის პრეზენტაცია თემაზე " სიმეტრია".
 ვიმუშავეთ პროექტის გეგმის ბოლომდე დაწერაზე ,  პროექტის გეგმის პრეზენტაცია ჩავასწორე.  შემდეგ  ჩემი საქაღალდე  Google Docx-ში ავტვირთე.

Saturday, November 16, 2013

მოდული VI დღე VII

დღეს განვიხილეთ მოდული VI დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის. პროექტის მომზადებისას უნდა გავითვალისწინოთ ყველა მოსწავლის საჭიროება. მასწავლებელს შეუძლია სწავლის სტილი მრავალი მხრიდან გააანალიზოს. ვისაუბრეთ ვიზუალურ, აუდიო და კინესთეტიკური ინტელექტის მქონე მოსწავლეების თავისებურებებზე, მათთვის სწავლების შესაბამისი მეთოდების გამოყენების აუცილებლობასა და საჭიროებაზე. მასწავლებელმა უნდა შეასრულოს ხარაჩოს როლი მოსწავლისათვის რთული მასალის ათვისების პროცესში და მას უნდა დაეხმაროს შესაბამისი მითითებების მიცემით, უნდა შექმნას მოსწავლის დასახმარებლად შეფასების ან თვითშეფასების დოკუმენტი. შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასებისა და თვითშეფასების რუბრიკა და მასწავლებლის თვითშეფასების განმავითარებელი  რუბრიკა.
 შემდეგ პროექტის გეგმაში ჩავწერეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი, მოსწავლეთა საბაზისო უნარ-ჩვევები.  აღვწერეთ სასწავლო პროცედურები და დიფერენცირებული სწავლება სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეთათვის.

პროექტის "სიმეტრია - სამყაროს ჰარმონია" გეგმის პრეზენტაცია.





Sunday, November 3, 2013

მოდული V დღე VI

     დღეს ყველაზე საინტერესო სამუშაო დღე გვქონდა, უამრავი პრაქტიკული სამუშაო გვქონდა ბლოგებთან დაკავშირებით. ბლოგზე გავაკეთეთ ჩანართები, შემდეგ Youtube-დან ვიდეო ავტვირთეთ ბლოგზე. ვისწავლეთ ბლოგის შაბლობის შეცვლა. ჩანართებში ტექსტის ჩასმაც გავივარჯიშეთ. PowerPoint-ში, Word-სა  და Excel-ში  გავაკეთეთ კომენტარები და ვისწავლეთ მათი რედაქტირება. ბოლოს კი შევქმენით მოსწავლის ნაშრომის შეფასების რუბრიკა. მე მაქვს ბროშურა, რამდენიმე პრეზენტაცია  ანიმოტოს ვიდეო მაქვს გაკეთებული, შესაბამისად უფრო მეტი შრომა მომიწევს, მათი შეფასების რუბრიკებიც გასაკეთებელი მაქვს. მეტი შრომა მომიწევს, სამაგიეროდ კარგად დამამახსოვრდება. საშინაო დავალებად გვაქვს გულდასმით წავიკითხოთ მოდული 5 კიდევ ერთჯერ.

მომავლის კლასი


Saturday, November 2, 2013

მოდული III - დღე V

   დღეს, როგორც ყოველთვის  ძალიან დატვირთული სამუშაო დღე იყო:  ჯერ პორტფოლიო გადავათვალიერეთ, ხომ არაფერი რესურსი აკლდა ,  შემდეგ კი მოდული 3 და მოდული 4  დავამუშავეთ.  გავეცანით online კავშირებს, სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებს ინტერნეტ სივრცეში,გამარტივებულ გეგმის შაბლონში მივუთითეთ ჩვენს მიერ გამოყენებული სურათების URL მისამართები, ეს მისამართები შევინახეთ საავტორო უფლებების საქაღალდეში, Word-ის დოკუმენტი-გამოყენებული ლიტერატურა.
   შემდეგ შევქმენით მოსწავლის სასწავლო ნიმუშები ბროშურისა და პრეზენტაციის სახით და შევინახეთ მოსწავლის ნიმუშის საქაღალდეში .  ხვალისთვის უამრავი დავალება მაქვს კიდევ შესასრულებელი...