პროექტებით სწავლება- Intel
Thursday, November 28, 2013
Saturday, November 23, 2013
დღე IX - პრეზენტაცია.
დასრულდა ჩვენი ტრენინგ კურსი: " პროექტებით სწავლება_Intel " . ჩვენი პროექტები ჯერ დოკებში ავტვირთეთ ხოლო იქიდან ბლოგზე გადმოვიტანეთ. დღეს ჩვენი პროექტების პრეზენტაციები გვქონდა. მასწავლებლების მიერ წარმოდგენილი იყო ძალიან საინტერესო პროექტები. მე წარვადგინე გავაკეთე პროექტის " სიმეტრია-სამყაროს ჰარმონია" პრეზენტაცია და ვფიქრობ ურიგო არ გამომივიდა, თუმცა ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ამ პროექტზე მუშაობას კიდევ ვაგრძელებთ .
მე პირადად გულიც კი დამწყდა რომ ეს კურსი დასრულდა- იმდენად საინტერესო და ნაყოფიერი იყო, ეს რა თქმა უნდა ჩვენი ტრენერის დამსახურებაცაა, რომელიც ძალიან აქტიური და ყურადღებიანია თავის საქმეში.
პრეზენტაციამ საკმაოდ ემოციურად და ამაღლებული განწყობილებით ჩაიარა.
საქმე როცა ჩემს საგანს ეხება, როგორი ემოციური ვხდები . :)

ტრენინგზე.
საქმე როცა ჩემს საგანს ეხება, როგორი ემოციური ვხდები . :)
ეს კი ჩვენი ჯგუფია: ინტელის კურსის პირველი გამოშვება ჩვენს ქალაქში.
Sunday, November 17, 2013
მოდული VII დღე VIII
დღეს ვისაუბრეთ თუ ვინ არის მასწავლებელი ფასილიტატორი. შემდეგ ჩვენ თვითონ შევქმენით მოსწავლისათვის ფასილიტაცია, მე შევქმენი ფასილიტაციისათვის პრეზენტაცია თემაზე " სიმეტრია".
ვიმუშავეთ პროექტის გეგმის ბოლომდე დაწერაზე , პროექტის გეგმის პრეზენტაცია ჩავასწორე. შემდეგ ჩემი საქაღალდე Google Docx-ში ავტვირთე.
ვიმუშავეთ პროექტის გეგმის ბოლომდე დაწერაზე , პროექტის გეგმის პრეზენტაცია ჩავასწორე. შემდეგ ჩემი საქაღალდე Google Docx-ში ავტვირთე.
Saturday, November 16, 2013
მოდული VI დღე VII
დღეს განვიხილეთ მოდული VI დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის. პროექტის მომზადებისას უნდა გავითვალისწინოთ ყველა მოსწავლის საჭიროება. მასწავლებელს შეუძლია სწავლის სტილი მრავალი მხრიდან გააანალიზოს. ვისაუბრეთ ვიზუალურ, აუდიო და კინესთეტიკური ინტელექტის მქონე მოსწავლეების თავისებურებებზე, მათთვის სწავლების შესაბამისი მეთოდების გამოყენების აუცილებლობასა და საჭიროებაზე. მასწავლებელმა უნდა შეასრულოს ხარაჩოს როლი მოსწავლისათვის რთული მასალის ათვისების პროცესში და მას უნდა დაეხმაროს შესაბამისი მითითებების მიცემით, უნდა შექმნას მოსწავლის დასახმარებლად შეფასების ან თვითშეფასების დოკუმენტი. შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასებისა და თვითშეფასების რუბრიკა და მასწავლებლის თვითშეფასების განმავითარებელი რუბრიკა.
შემდეგ პროექტის გეგმაში ჩავწერეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი, მოსწავლეთა საბაზისო უნარ-ჩვევები. აღვწერეთ სასწავლო პროცედურები და დიფერენცირებული სწავლება სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეთათვის.

Sunday, November 3, 2013
მოდული V დღე VI
დღეს ყველაზე საინტერესო სამუშაო დღე გვქონდა, უამრავი პრაქტიკული სამუშაო გვქონდა ბლოგებთან დაკავშირებით. ბლოგზე გავაკეთეთ ჩანართები, შემდეგ Youtube-დან ვიდეო ავტვირთეთ ბლოგზე. ვისწავლეთ ბლოგის შაბლობის შეცვლა. ჩანართებში ტექსტის ჩასმაც გავივარჯიშეთ. PowerPoint-ში, Word-სა და Excel-ში გავაკეთეთ კომენტარები და ვისწავლეთ მათი რედაქტირება. ბოლოს კი შევქმენით მოსწავლის ნაშრომის შეფასების რუბრიკა. მე მაქვს ბროშურა, რამდენიმე პრეზენტაცია ანიმოტოს ვიდეო მაქვს გაკეთებული, შესაბამისად უფრო მეტი შრომა მომიწევს, მათი შეფასების რუბრიკებიც გასაკეთებელი მაქვს. მეტი შრომა მომიწევს, სამაგიეროდ კარგად დამამახსოვრდება. საშინაო დავალებად გვაქვს გულდასმით წავიკითხოთ მოდული 5 კიდევ ერთჯერ.
Subscribe to:
Posts (Atom)