დღეისათვის უნდა მოგვეფიქრებინა პროექტის სათაური და დაგვეწყო პროექტზე მუშაობა, სათაური კი მოვიფიქრე და კიდეც გავაანალიზე რა და როგორ განმეხორციელებინა, მაგრამ ბოლო წუთს გადაწყვეტილება შევცვალე და ჩემს მიერ მოფიქრებული პროექტი მე თვითონვე დავიწუნე და შევცვალე. ალბათ სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ პროექტის ბროშურის შექმნა ისე კარგად, როგორც მინდოდა, ვერ მოვასწარი, ამის გამო ცუდ ნიშან მიღებული ბავშვივით ხასიათწამხდარი ვიყავი, თუმცა იმდენი საინტერესო რამ ვისწავლეთ და გავიხსენეთ, რომ ნამდვილად არ მომიცლია საწუწუნოდ ან მოსაწყენად, გულდასმით ვეცნობოდი და ვტკბებოდი Viewer-ის მიერ შემოთავაზებული ნაირ-ნაირი სიურპრიზებით.
ერთი სიტყვით, მომავალ შაბათამდე პროექტი კიდევ კარგად უნდა დავგეგმო, გავაანალიზო, მისი შესაბამისი ბროშურა უნდა გავამზადო... საგნობრივი სტანდარტი და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები გულდასმით უნდა წავიკითხო და ათასი სხვა საქმეც უნდა გავაკეთო... და რაც მთავარია ყველაფერი კარგად და ხარისხიანად ! :)
რეფლექსია უკვე გავაკეთე.
მოკლედ, პატარა ბავშვივით გული მიფანცქალებს სანამ ყველა დავალებას შევასრულებ...
ხვალიდან ვიწყებ დავალებების შესრულებას.